ინფლუენსერი / ბლოგერი

დეპარტამენტი: მარკეტინგი
გრაფიკი: თავისუფალი
სამუშაო: დისტანციური

ვაკანსიის პირობები

ჩვენი სტუდია ეძებს გუნდის ახალ წევრს ინფლუენსერის/ბლოგერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია დაარსდა 2010 წელს და მუშაობს ქართული ბაზრის საშუალო და მსხვილ პარტნიორებთან. პორტფოლიოში გვყავს ბრენდები: TBC Bank, Pepsi, Axis Towers, Adjarabet, Tegeta Motors, Vardzia Resort, King David Residence, Castello Mare და სხვა. კომპანია აპირებს რამდენიმე საკუთარი სტარტაპის ჩაშვებას და შენი ცოდნა, გამოცდილება და კრეატიული მიდგომა ძალიან გვჭირდება ამ მიზნების მისაღწევად. თუ შენ ხარ კრეატიული, საინტერესო, გიყვარს სიახლეები და გსურს ცოტათი მაინც შეცვალე სამყარო უკეთესობისკენ - შენ ის ხარ, ვისაც ვეძებთ!

ყურადღებით გაეცანი ვაკანსიის პირობებს!

სამუშაო პირობები:

  • სტაჟირების ვადა: 1-2 კვირა (დამოკიდებულია კანდიდატზე)
  • ანაზღაურება: 1200 ლარი + გამჭირვალე საბონუსე სისტემა
  • სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
  • სამუშაო ადგილი: დისტანციური

ფუნქცია-მოვალეობები:

  • Reels, Shorts და Tiktok ვიდეო კონტენტის გადაღება შენივე მონაწილეობით
  • კომპანიის პროექტებისა და მიმდინარე სიახლეების განთავსება
  • მომიჯნავე სფეროებიდან საინტერესო სიახლეების მოძიება, დამუშავება და გუნდის წევრებთან განხილვა
  • კომუნიკაციის წარმოება სამიზნე აუდიტორიასთან
  • კომპანიის ბლოგის წაყვანა

გუნდის ახალ წევრს მოეთხოვება:

  • უმაღლესი განათლება - არ გვაინტერესებს! (არ ვაუფასურებთ განათლებას, უბრალოდ ვათანაბრებთ შანსებს)
  • 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - არ გვესაჭიროება!
  • თვითნასწავლი (წიგნები, ვიდეო კურსები, სტატიები, Youtube) - მივესალმებით!
  • საკუთარი ig, tiktok ან youtube არხი ინფლუენსინგის მიმართულებით

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

  • ინგლისური ან/და რუსული ენის B2 ან/და C1 დონეებზე ცოდნა (აუცილებელი პირობაა!)
  • სტატიების, კრეატიული პოსტების მომზადების და კოპირაიტინგის უნარი (ყველა კანდიდატს მივცემთ სატესტო დავალებას)
  • Ps ან/და Ai ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • გამართული წერისა და მეტყველების უნარი
  • რეზიუმეში აუცილებლად მიუთითე შენი სოც ქსელების/ბლოგის ბმულები. მათ გარეშე რეზიუმეები არ განიხილება!

ყველა კანდიდატს გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ვაკანსიაში მითითებულ მოთხოვნებს, განსაკუთრებით საკუთარი სოც ქსელების/ბლოგების მართვის გამოცდილებას. თუ ვაკანსიამ დაგაინტერესა, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე: l.khubulia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითე "მე ვარ ინფლუენსერი". ასე მივხვდებით, რამდენად ყურადღებიანი ხარ დეტალების მიმართ.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში "მოზოჯი" ჩვენს Facebook გვერდზე.
"Greencat"-ელები გისურვებთ წარმატებას.