რა გელოდება ვარძია რეზორტში?შეეხე ისტორიას

მუდმივად ღია ჭიშკარში ფეხს შემოდგამთ თუ არა, მაშინვე მოხვდებით დროის გვირაბში, რომელსაც თანამედროვე კომფორტის თანხლებით, უძველეს მესხურ ტრადიციებსა და კულტურასთან მიყავხართ. აქ თქვენ დაგხვდებათ უძველესი გამოქვაბულები, მონასტერი, ჩანჩქერი, ტერასები და აუზები, სპა, კომფორტული ოთახები, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები და შთამბეჭდავი ხედი ვარძიის კომპლექსზე.

ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რაც ერთიანობაში ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებსა და ქართულ ადათ-წესებთან სიახლოვეს გიქმნით. აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ მოწყდეთ ცხოვრების ყოველდღიურობას და სასიამოვნოდ განიტვირთოთ

ბუნებასთან სიახლოვეშიითამაშე გოლფი, გაგრილდი აუზში და მიირთვი უგემრიელესი კერძები

არ აქვს მნიშვნელობა, დასვენების როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას, პასიურსა თუ აქტიურს, გიყვარს გასტრონომია, კულტურა თუ უბრალოდ მისდევ აქტიურ ცხოვრების სტილს. ვარძია რეზორტში ნებისმიერი გემოვნების, სტილისა თუ ინტერესის ადამიანისთვის გამოინახება ადგილი.

აქტიური დასვენების მოყვარულს, შეგიძლია მეგობრები გამოიწვიო გონებრივ დაპირისპირებაში და თქვენს შორის საუკეთესო გამოარკვიოთ ჭადრაკის მეშვეობით.